საახალწლო მისალოცი ბარათები
ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით მოსწავლეებს წინასწარ მივეცი დავალება წერილობით გადმოეცათ რა ტრადიცია აქვთ მათ ოჯახებში, როგორ ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. უმზადებენ თუ არა ერთმანეთს საჩუქრებს, მისალოც ბარათებს და ა. შ. შემდეგ კი შევთავაზე, საკუთარი ხელით დაემზადებინათ მისალოცი ბარათები ახლობლებისათვის, მეგობრებისათვის. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაბამისი რესურსი: წებო, მაკრატელი, ბისერები, ფერადი ქაღალდები, ბამბის დისკები. მათ გამოიყენეს მოცემული რესურსები და შექმნეს ძალიან ლამაზი და საინტერესო ხელოვნების ნიმუშები. სურვილისამებრ მოსწავლეებმა ბარათებში ჩაწერეს საახალწლო მილოცვა. კლასში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა. შეიქმნა გარემო საგამოფენო დარბაზისა, ავაჟღერეთ შოპენის „წელიწადის დრონი“-დან ნაწყვეტი-„ზამთარი“. ბავშვები და მშობლები ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ.