ნატვის ხე
კლასში ჩატარდა ჯგუფური
მუშაობა თემაზე „ნატვრის ხე“.
აქტივობის მიზანი
იყო ლიტერატურული ტექსტის შედგენა, რომელიც ხელს შეუწყობდა თანამშრომლობის, შემოქმედებითობის,
მსჯელობის უნარ-ჩვევის განვითარებას.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად. დაურიგდათ სამუშაო
მასალა: ფერადი ფანქრები, ფერადი და თაბახის
ფურცლები.
ბავშვებმა მოიფიქრეს და დაწერეს მოთხრობა სათაურის
მიხედვით. მოთხრობის თითოეული წინადადება იწყებოდა სათაურში შემავალ თითო ასოზე. მაგ.,პირველი
წინადადება უნდა იწყებოდა„ნ“-ზე,მეორე „ა“-ზე და ა. შ.
მოთხრობა შედგებოდა იმდენი წინადადებისაგან,
რამდენი ასოც არის სათაურში. ჯგუფებმა გაცვალეს
ნაშრომები, საუკეთესოები კი გამოვფინეთ დაფაზე. ბავშვებმა გააკეთეს პრეზენტაცია.
Комментарии
Отправить комментарий