კლასის საათი
კლასის საათზე თებერვლის თვეში ვისაუბრეთ თემაზე "ნამდვილი ადამიანი". განვიხილეთ ადამინის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ გაკვეთილის მიზანია: * მოსწავლეებში ჰუმნიზმისა და სიკეთის გრძნობის გაღვივება. * კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევის ფორმირება. გაკვეთილის მიმდინარეობა: კლასი დავყავი ჯგუფებად, მივეცი ერთი საერთო დავალება: „როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ვუწოდოთ ნამდვილი ადამიანი?“ პრეზენტაციის შემდეგ შევჯერდით ნამდვილი ადამიანის მახასიათებელ თვისებებზე ( ზრდილობა, ერთგულება, სიყვარული, მეგობრობა, სიბეჯითე, მზრუნველობა, შემწყნარებლობა...) მოცემული ტექსტის ("ნამდვილი ადამიანი") მიხედვით შევადგინეთ გეგმა, გეგმის მიხედვით კი გავაკეთეთ ჩანახატები. ბავშვებმა ერთხმად აღიარეს, რომ ნამდვილი ადამიანი არის მესამე მგზავრი, რომელმაც ვედრო თოკს გამოაბა, წყალი ყველას დაალევინა დ ვედრო ისევ თოკზე გამობმული დატოვა. თვითონ კი გზას გაუდგა.