კლასის საათი
კლასის საათზე თებერვლის თვეში ვისაუბრეთ თემაზე "ნამდვილი ადამიანი". განვიხილეთ ადამინის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ამ გაკვეთილის მიზანია:
* მოსწავლეებში ჰუმნიზმისა და სიკეთის გრძნობის გაღვივება.
* კრიტიკული აზროვნების
უნარ-ჩვევის ფორმირება.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
კლასი დავყავი ჯგუფებად, მივეცი ერთი საერთო დავალება: „როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ვუწოდოთ
ნამდვილი ადამიანი?“
პრეზენტაციის შემდეგ
შევჯერდით ნამდვილი ადამიანის მახასიათებელ თვისებებზე ( ზრდილობა, ერთგულება, სიყვარული,
მეგობრობა, სიბეჯითე, მზრუნველობა, შემწყნარებლობა...)
მოცემული ტექსტის ("ნამდვილი ადამიანი") მიხედვით შევადგინეთ გეგმა, გეგმის
მიხედვით კი გავაკეთეთ ჩანახატები. ბავშვებმა ერთხმად აღიარეს, რომ ნამდვილი ადამიანი
არის მესამე მგზავრი, რომელმაც ვედრო თოკს გამოაბა, წყალი ყველას დაალევინა დ ვედრო
ისევ თოკზე გამობმული დატოვა. თვითონ კი გზას გაუდგა.
Комментарии
Отправить комментарий