Сообщения

Сообщения за март, 2017

გაზაფხულია ჩვენში

  მარტის დასაწყისში ჩავატარე აქტივობა "გაზაფხულია ჩვენში".   აქტივობის მიზანი იყო: გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, პრაქტიკული  და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.   თემასთან დაკავშირებით ბავშვებმა გაიხსენეს  ლექსები, პეიზაჟის ნიმუშები, მუსიკალური ნაწარმოებები ...    მოსწავლეებს შევთავაზე ნამუშევრების შექმნა ამ თემასთან დაკავშირებით. მათი დავალება იყო ინფორმაციების მოძიება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადრეული გაზაფხულის ნიშნები; გაზაფხულის მახარობლები; ფრინველების დაბრუნება თბილი ქვეყნებიდან; მიძინებული ცხოველების გამოღვიძება და ხე-მცენარეების აყვავება; ადამიანთა საქმიანობა სოფლად და ქალაქად. ამასთან დაკავშირებით ვუყურეთ ფილმს "საქართველოში ფართოდ გავრცელებული ფრინველები".   მომდევნო აქტივობა-გამოსახე პლასტილინით“ გაზაფხულის აყვავებული ხე“. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს და  მონაცვლეობით წარმოადგინეს ნამუშევრები. გააცნეს კლასელებს საკუთარი ჩანა...