გაზაფხულია ჩვენში

  მარტის დასაწყისში ჩავატარე აქტივობა "გაზაფხულია ჩვენში".
  აქტივობის მიზანი იყო: გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, პრაქტიკული  და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
  თემასთან დაკავშირებით ბავშვებმა გაიხსენეს  ლექსები, პეიზაჟის ნიმუშები, მუსიკალური ნაწარმოებები ...
   მოსწავლეებს შევთავაზე ნამუშევრების შექმნა ამ თემასთან დაკავშირებით. მათი დავალება იყო ინფორმაციების მოძიება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადრეული გაზაფხულის ნიშნები; გაზაფხულის მახარობლები; ფრინველების დაბრუნება თბილი ქვეყნებიდან; მიძინებული ცხოველების გამოღვიძება და ხე-მცენარეების აყვავება; ადამიანთა საქმიანობა სოფლად და ქალაქად. ამასთან დაკავშირებით ვუყურეთ ფილმს "საქართველოში ფართოდ გავრცელებული ფრინველები".

  მომდევნო აქტივობა-გამოსახე პლასტილინით“ გაზაფხულის აყვავებული ხე“. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს და  მონაცვლეობით წარმოადგინეს ნამუშევრები. გააცნეს კლასელებს საკუთარი ჩანაფიქრი. ისაუბრეს მუშაობის პროცესზე. გამოთქვეს მოსაზრება, შეძლეს თუ არა ნამუშევარზე სასურველი განწყობილების გადმოტანა.მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს,სვამდნენ კითხვებს, აფასებდნენ საკუთარ და ერთმანეთის ნამუშევრებს. 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ბუნებაში ქცევის წესები

საახალწლო მისალოცი ბარათები

ექსკურსია