Сообщения

Сообщения за апрель, 2017

ბუნებაში ქცევის წესები

Изображение
   ბუნების დაცვასა და სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული  ჩვენგანის ვალია. ამ აზრის გასამყარებლად, მოვიძიეთ და ვნახეთ ბუნებაში არსებული აუმრავი ისეთი ადგილი, სადაც ადამიანთა დაუდევრობის კვალია, უამრავი ნარჩენი, რომელიც შესაბამის ადგილას არ არის განთავსებული. (ვიდეო მასალა ნახეთ აქ).       მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში ქცევის წესების შემუშავება; მისი პრაქტიკაში გამოყენება: საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.    საჭირო მასალა: დაფა, ცარცი ჰიგიენური ხელთათმანები. ზურგჩანთა, საექსკურსიო ნივთები, ცელოფნის პარკები, ფოტოაპარატი.    აქტივობა:  ექსკურსიის დროს აუცილებელი ქცევის წესების შემუშავება და დაცვა. ა) ერთად სიარული.  ბ) ყურადღებით სიარული.  გ) მცირე დაბრკოლებათა გადალახვა. დ) ადგილის შერჩევა დასასვენებლად და  საკვების მისაღებად.  ე) საჭმლის ნარჩენების შენახვა.    ექსკურსიის ბოლოს უნდა მოხდეს ტერიტორიის დათვალიერება და დასუფთავება, ამისათვის მო...

ღია გაკვეთილი

Изображение
2017 წლის 11 აპრილს ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. გაკვეთილის თემა: ქართულში- ედ. ყიფიანის „სტუმრად“. ბუნებაში- „სად ცხოვრობენ ადამიანები“. ( გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი ქალბატონი მაია მღვდელაძე).    მიზანი:   ლიტერატურული ტექსტის კითხვა, ანალიზი და შეფასება;  გაბმული მეტყველების ჩვევის გამომუშავება;  სიტყვა საგნის აღმნიშვნელი;  ლოგიკური აზროვნების განვითარება.  შევძლოთ იმის გაცნობიერება, თუ როგორ იცვლებოდა ადამიანთა საცხოვრებელი დროთა განმავლობაში.  შევძლოთ ზოგიერთი საშენი მასალის ერთმანეთისაგან გარჩევა და დასახელება.    მიზნები გამომდინარეობს ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდან. მის მისაღწევად შევარჩიე მეთოდები, აქტივობები და რესურსები, რომლებიც შესაბამის სასწავლო შედეგზე გაიყვანდა გაკვეთილს.     ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილი ემსახურებოდა მასწავლებლის პროფესიონალურ ზრდა-განვითარებას. ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევ...