ღია გაკვეთილი
2017 წლის
11 აპრილს ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. გაკვეთილის
თემა: ქართულში- ედ. ყიფიანის „სტუმრად“. ბუნებაში- „სად ცხოვრობენ ადამიანები“. (
გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი ქალბატონი მაია მღვდელაძე).
მიზანი:
- ლიტერატურული ტექსტის კითხვა, ანალიზი და შეფასება;
- გაბმული მეტყველების ჩვევის გამომუშავება;
- სიტყვა საგნის აღმნიშვნელი;
- ლოგიკური აზროვნების განვითარება.
- შევძლოთ იმის გაცნობიერება, თუ როგორ იცვლებოდა ადამიანთა საცხოვრებელი დროთა განმავლობაში.
- შევძლოთ ზოგიერთი საშენი მასალის ერთმანეთისაგან გარჩევა და დასახელება.
მიზნები გამომდინარეობს
ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდან. მის მისაღწევად შევარჩიე მეთოდები, აქტივობები და რესურსები,
რომლებიც შესაბამის სასწავლო შედეგზე გაიყვანდა გაკვეთილს.
ყველა მოსწავლე ჩართული
იყო საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილი ემსახურებოდა მასწავლებლის პროფესიონალურ ზრდა-განვითარებას.
ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევე აამაღლა მოსწავლეთა
თვითშეფასების უნარი. (გაკვეთილის გეგმა)
Комментарии
Отправить комментарий