ექსკურსია
2017 წლის 3 ივნისს მეორე კლასელებბა დავგეგმეთ და განვახორციელეთ
ექსკურსია მარშრუტით: თბილისი- ტანძია- ბოლნისის სიონი-წუღრუღაშენი- თბილისი.
მიზანი: საქართველოს ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კერძოდ, სულხან-საბა
ორბელიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერება. გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების
გამომუშავება. ბუნებაში ექსკურსიისათვის საჭირო ნივთების სწორად შერჩევა. მოსწვლეებს
გამოუმუშავდეთ გარემოში სისუფთავის დაცვის მოთხოვნილება.
ბავშვებმა
დიდი ინტერესით დაათვალიერეს მეხუთე საუკუნის
ძეგლი ბოლნისის სიონი, უძველესი ქართული ტაძარი, ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში. ტაძარმა
შემოგვინახა უძველესი ასომთავრული წარწერა. ასევე
ნახეს კედელზე გამოსახული „ბოლნური ჯვარი“, ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებები, რომლებსაც
სხვადასხვა დატვირთვა აქვთ.
ასევე მოვილოცეთ
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მე -13 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში-
წუღრუღაშენი. ბოლნისის სიონიდან ორიოდე კილომეტრში.
სავარაუდოდ, ძეგლი აშენებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს. ეს წმინდა ადგილი ულამაზესია
საქრთველოში, ისევე, როგორც სხვა ძალიან ბევრი ადგილი ჩვენი ქვეყნისა. შემდეგ კი წავედით
ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ- მუზეუმის სანახავდ. ბავშვებმა მოისმინეს და
გაიგეს მისი საერო და სასულიერო ცხოვრების შესახებ ბევრი რამ.
ბავშვებმა
სადილი მიირთვეს ჭალაში. შემდეგ კი ვითამაშეთ ყველამ ერთად.
დღის ბოლოს დიდი თუ პატარა ემოციურად უზიარებდა სანახაობით
მიღებულ შთაბეჭდილებას. გადავიღეთ სამახსოვრო ვიდეო და ფოტოები.
ექსკურსია
მხიარული, ორგანიზებული, შემეცნებითი და სახალისო იყო. მან ბავშვებისა და მშობლების
კიდევ უფრო მეტად დამეგობრებას შეუწყო ხელი. მშობლებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს
შვილებს.
Комментарии
Отправить комментарий