შოთა რუსთაველი

       2016 წელს დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავი აღინიშნა. შესაბამისად ჩვენც, II ბ კლასის მოსწავლეებიც გამოვეხმაურეთ ამ განსაკუთრებულ თარიღს. ჩავატარეთ  წიგნის კითხვის დღე. ბავშვებს  წარვუდგინე „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული წიგნი. ნახატებმა მათ საშუალება მისცა, მოსმენილი ისტორია წარმოედგინათ მატერიალურადაც. გაეცნენ უპირველეს ყოვლისა ამ საერთაშორისო დონის პოემის მნიშვნელობას, რომელიც ნათარგმნია მრავალ ენაზე. ამ პოემის კეთილხმიანებას, საოცარ რითმსა და  ჟღერადობას ეზიარნენ იმ დღეს  ჩემი მოსწავლეები.
        ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ დასვეს არაერთი კრიტიკული კითხვა ნაწარმოებისა და  მისი ავტორის შესახებ, რაც დასტურია იმისა, თუ რამხელა ინტერესი  გამოიწვია ბავშვებში. მათი თვალებიდან გამოსჭვიოდა მიღებული შთაბეჭდილებების ემოციები.
         ვფიქრობ, მიუხედავად მათი პატარა ასაკისა ამ დღეს მიღებული პირველადი ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“- მისი ავტორის, გმირების შესახებ გააღვივებს სიყვარულსა და ინტერესის იმ მარცვალს, რომელსაც მოზრდილ ასაკში მისცემენ გასაქანს და სიღრმისეულად შეისწავლიან ამ გენიალური „ქმნილების“ მნიშვნელობას, რაობასა და არსს. 









Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ბუნებაში ქცევის წესები

საახალწლო მისალოცი ბარათები

ექსკურსია