1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ამ დღესთან
დაკავშირებით ბავშვებს წინასწარ ავუხსენი, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა
ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერს .
1950 წლიდან
აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს
საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახლი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა
მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა -განვითარებისათვის.
ჩვენს სკოლაში
სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
2017 წლის 1 ივნისი II ბ
კლასში უჩვეულოდ დაიწყო. ვიდეო მასალის დახმარებით გავეცანით და ვისწავლეთ ბავშვთა
უფლებები. ვნახეთ ფილმები მათი უფლებების დაცვაზე.
ესენია: „განსაკუთრებული დღე“, „ყვირილი“.
მიზანი იყო,
გაეგოთ ბავშვებს, თუ რა უფლებები აქვთ და როგორ გამოიყენონ ისინი.
ფილმების ნახვისა
და მსჯელობის შემდეგ ჩავედით სკოლის ეზოში და ფერადი ცარცებით მოვხატეთ. ბავშვებმა
დახატეს მშვიდობა: სახლი, მზე, ცისარტყელა და ა. შ. შემდეგ კი უამრვი ფერადი ბუშტი
გავუშვით თავისუფალ სივრცეში. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. ბავშვები ძალიან
ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ.
Комментарии
Отправить комментарий