კითხვის საათი

კითხვის საათი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის სტრატეგიების დაუფლებას. წააკითხულის შეფასებასა და გააზრებას. სატანადო არგუმენტების მოყვანასა და დასკვნების გაკეთებას. ნაწარმოებისწაკითხვამდე ხდება მოსწავლეთა პროვოცირება. მათში სათანადო განწყობის შექმნა. სააზროვნო მოქმედებათა განვითარება და ტექსტის ანალიზის გამომუშავება.
გააზრებული კითხვის  აუცილებელი წინაპირობაა სწრაფი კითხვა. ეს კი კარგი გონების, კონცენტრირებული ყურადღებისა დ გავარჯიშებული მხედველობის თვისებაა.
 საკითხავ მასალად შერჩეული გვქონდა რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა“. მოსწავლეებს დავურიგე დაბეჭდილი ტექსტი და  ტესტები.......
 ტექსტის წაკითხვისა და ტესტების განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე:
- როგორი ადამიანია მონადირე?
 კლასის აზრი რამდენიმე ჯგუფად გაიყო.
ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ შეუბრალებელია.
მეორე- დაუკვირვებელია.
 მესამე- კარგი ადამიანია, რომელსაც სინანულის გრძნობა გააჩნია, ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო.
ასეთი მცირე დისკუსიები ხელს უწყობს პატარებში მეტყველების, მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, რაც მთავარია, იმ დღეს გამოვლინდება, თუ რამდენად შეძლეს მათ წაკითხული ტექსტის სწორად გააზრება.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ბუნებაში ქცევის წესები

საახალწლო მისალოცი ბარათები

ექსკურსია