Сообщения

Сообщения за июнь, 2017
სადამრიგებლო,სილაბუსები, სამოქმედო,შეფასებები

კითხვის საათი

Изображение
კითხვის საათი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის სტრატეგიების დაუფლებას. წააკითხულის შეფასებასა და გააზრებას. სატანადო არგუმენტების მოყვანასა და დასკვნების გაკეთებას. ნაწარმოებისწაკითხვამდე ხდება მოსწავლეთა პროვოცირება. მათში სათანადო განწყობის შექმნა. სააზროვნო მოქმედებათა განვითარება და ტექსტის ანალიზის გამომუშავება. გააზრებული კითხვის  აუცილებელი წინაპირობაა სწრაფი კითხვა. ეს კი კარგი გონების, კონცენტრირებული ყურადღებისა დ გავარჯიშებული მხედველობის თვისებაა.  საკითხავ მასალად შერჩეული გვქონდა რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა“. მოსწავლეებს დავურიგე დაბეჭდილი ტექსტი და  ტესტები.......  ტექსტის წაკითხვისა და ტესტების განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: - როგორი ადამიანია მონადირე?  კლასის აზრი რამდენიმე ჯგუფად გაიყო. ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ შეუბრალებელია. მეორე- დაუკვირვებელია.  მესამე- კარგი ადამიანია, რომელსაც სინანულის გრძნობა გააჩნია, ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო. ასეთი მცირე დისკუსიები ხელს უწყობს პატარებში მეტყველები...

შემაჯამებელი ტესტირების შედეგები

   ამა წლის 7 და 8 ივნისს II ბ კლასში დირექტორის ქალბატონი მაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ტესტირება მათემატიკასა და ქართულ ენაში. შედეგების მიხედვით გამოვლინდა მოსწავლეების ძლიერი, საშუალო და სუსტი მხარეები. შევიმუშავეთ საზაფხულო დავალებების პროგრამა. მიეცათ მითითებები ბავშვებს, ასევე- მშობლებს, თუ რა მიმართულებით გაუწიონ დახმარება საკუთარ შვილებს.

ზაფხულის დავალებები

2016-2017 სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებს მივეცი ზაფხულის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები. 

ექსკურსია

Изображение
   2017 წლის 3 ივნისს მეორე კლასელებბა დავგეგმეთ და განვახორციელეთ ექსკურსია მარშრუტით: თბილისი- ტანძია- ბოლნისის სიონი-წუღრუღაშენი- თბილისი. მიზანი: საქართველოს ფარგლებში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერება. გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავება. ბუნებაში ექსკურსიისათვის საჭირო ნივთების სწორად შერჩევა. მოსწვლეებს გამოუმუშავდეთ გარემოში სისუფთავის დაცვის მოთხოვნილება.      ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს  მეხუთე საუკუნის ძეგლი ბოლნისის სიონი, უძველესი ქართული ტაძარი, ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში. ტაძარმა შემოგვინახა უძველესი ასომთავრული წარწერა. ასევე  ნახეს კედელზე გამოსახული „ბოლნური ჯვარი“,  ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებები, რომლებსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვთ.      ასევე მოვილოცეთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მე -13 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში- წუღრუღაშენი.  ბოლნისის სიონიდან ორიოდე კილომეტრში. სა...

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

Изображение
   ამ დღესთან დაკავშირებით ბავშვებს წინასწარ ავუხსენი, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერს .    1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახლი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა -განვითარებისათვის.  ჩვენს სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. 2017 წლის 1 ივნისი II ბ კლასში უჩვეულოდ დაიწყო. ვიდეო მასალის დახმარებით გავეცანით და ვისწავლეთ ბავშვთა უფლებები.  ვნახეთ ფილმები მათი უფლებების დაცვაზე. ესენია: „განსაკუთრებული დღე “, „ყვირილი“.   მიზანი იყო, გაეგოთ ბავშვებს, თუ რა უფლებები აქვთ და როგორ გამოიყენონ ისინი.  ფილმების ნახვისა და მსჯელობის შემდეგ ჩავედით სკოლის ეზოში და ფერადი ცარცებით მოვხატეთ. ბავშვებმა დახატეს მშვიდობა: სახლი, მზე, ცისარტყელა და ა. შ. შემდეგ კი უამრვი ფერადი ბუშტი გავუშვით თავისუფალ სივრცეში. ...